ამინდის პროგნოზი

ბმულები

ურთიერთობა მშობლებსა და შვილებს შორის აქტუალური თემაა მთელ მსოფლიოში.მე შევეცდები ვიმსჯელო ამ თემაზე და შეძლებისდაგვარად გავერკვე პრობლემაში.ყველა მშობელს სურს თავისი შვილი აღზარდოს ისეთი ,როგორც ოჯახს შეეფერება,თუმცა ყველა ვერ ახერხებს ამას.მცირე ასაკში ისინი შვილებს იმორჩილებენ ან ძალით ან სხვა ხერხების გამოყენებით.როცა შვილი გარკვეულ ასაკს აღწევს ვთქვათ 15–წლის ცდილობს დამოუკიდებლობის მოპოვებას.ეს კი იმაში გამოიხატება,რომ ის აღარ უსმენს მშობლების რჩევებს,რაც კამათსა და უთანხმოებას იწვევს.

თუ ჩავეკითხებით შვილებს,თუ რატომ დაიძაბა მშობლებთან ურთიერთობა ისინი თავის გასამართლებლად იმ მიზეზს მოიშველიებენ,რომ თურმე მშობლები ვერ უგებენ მათ და არ ცდილობენ მათი აზრის გაზიარებას.ჩემი აზრით კი პრობლემა შემდგომშია: ყოველ დღე იცვლება არა მარტო გარემო,არამედ ღირებულებებიც.მშობლები ცდილობენ შვილები ისეთი შეცდომებისგან დაიცვან,რაც მათ წარსულში ჩაუდენიათ,ან უბრალოდ მშობლებს სურთ თავიანთი შვილები ჭერშმარიტ გზას არ აცდნენ და სრულფასოვან პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ.

თავისმხრივ,შვილებიც ფიქრობენ რომ მშობლები ზედმეტად ერევიან მათ ცხოვრებაში.მათ მიაჩნიათ,რომ აქვთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლება და ა.შ. სწორედ აზრთა სხვადასხვაობა იწვევს უთანხმოებას.

ჩემი მოსაზრებების დამტკიცება არ იქნება რთული, რადგან ეს პრობლემა ყველა ოჯახში დგას და ამ ასაკის ბავშვები თითქმის ერთნაირად ფიქრობენ.

მე პირადად ამ პრობლემის მოგვარების გზები შემდეგნაირად მესახება: პირველ რიგში მშობლებმა უნდა გაიაზრონ, რომ 16 წლის შვილი ისეთი პატარაც არ არის, რომ მას აზრის გამოთქმა ავუკრძალოთ ან ჩვენი შეხედულებების გაზიარება ვაიძულოთ.საჭიროა მშობლებმა შვილებისადმი მეგობრული დამოკიდებულება დაამყარონ, რაც გააღრმავებს ერთმანეთის ნდობას და შეამცირებს ოჯახში უთანხმოებას. შვილებსაც არ ნდა დაავიწყდეთ, რომ მშობლებს მათთვის მხოლოდ კარგი უნდათ და სწორედ ამიტომ ცდილობენ მათი ცხოვრების დეტალურად კონტროლს.

თუ ორივე მხარე კარგად  გაიაზრებს ამ პრობლემას, მაშინ მათ შორის იდეალური დამოკიდებულება ჩამოყალიბდება.

 

შაინიძე მიხეილ

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.