Payday Loans
Loading...

ამინდი


ბმულები

 

 

 

 

 

ჯანმრთელობა სისუფთავით იწყება

2012 წლის 7 დეკემბერს „ERA PALACE” - ის საკონფერენციო დარბაზში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ ჩატარდა პროექტი „ჰიგიენის წესების დაცვა“, რომელშიც ჩვენი სკოლის V-ბ კლასის მოსწავლეები ანა და მარიამ ქონიაძეები მონაწილეობდნენ. მათ წარმოადგინეს თემა „ბაქტერიები და ხელების დაბანის ისტორია“, რომელმაც ყველას მოწონება დაიმსახურა. პრეზენტაციაში მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები. ისინი მიწვეულნი იყვნენ ლანჩზე, რომელიც ღონისძიების ბოლოს გაიმართა.

დაწვრილებით...

 

მხიარული სტარტები

2012 წლის 7-12 დეკემბერს სკოლაში მიმდინარეობდა მეხუთე კლასელთა შეჯიბრება „მხიარულ სტარტებში“. მოსწავლეები ეჯიბრებოდნენ: ა)ესთაფეტა   ბ) რგოლებში გაძვრომა გ) კუბიკების დაშლა-აწყობა დ) ზიგზაგით გარბენა   ე) პენალტები   ვ) სიტყვის სწრაფი აწყობა.

შემოდგომის სეზონში გაიმარჯვა V-ბ კლასმა.  დანარჩენი ადგილები გადანაწილდა შემდეგნაირად: 

II  ადგილი - Vა  კლასი

III ადგილი - Vდ  კლასი

IV  ადგილი - Vგ  კლასი

დაწვრილებით...

   

3 დეკემბერი - უნარშეზღუდულთა საერთაშორისო დღეა

3 დეკემბერს სკოლაში აღინიშნა ინვალიდთა და უნარშეზღუდულთა საერტაშორისო დღე. VI კლასის მოსწავლეებმა გულითადი შეხვედრა მოუწყვეს თანაკლასელ თინათინ გორგილაძეს. საინფორმაციო ლაბორატორიაში თინათინთა ნ ერთად ბავშვებმა რიგი სამუშაოები შეასრულეს კომპიუტერში, დახატეს, ამობეჭდეს, ბოლოს თინიკოს გადასცეს ფასიანი საჩუქრები: წიგნები, სახატავი რვეულები, ფლომასტერები. გადაიღეს სამახსოვრო სურათები.

დაწვრილებით...

 

შიდსი - საუკუნის სენი.

შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სკოლაში გამოცხადდა პოსტერების, პლაკატების, ვიდეორგოლების კონკურსი. მოწონებული იქნა IXკლასის მოსწავლის ხ. მეფარიშვილის პლაკატი და IXკლასელის ვიდეორგოლი.XIკლასის მოსწავლემ მ. თავართქილაძემ მონაწილეობა მიიღი ,,პრესკაფე”-ში გამართულ ფილმის განხილვაში


   

პროექტი „ხელი ხელს ერთმანეთისთვის“.

2012 წლის 11 ნოემბერს ბათუმის დრამატული თეტრის ფოიეში საერთაშორისო გაზეთ “Caucasus Times” ორგანიზებით განხორციელდა პროექტი „ხელი ხელს ერთმანეთისთვის“. იგი მიეძღვნა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ განსაკუთრებულ საჭიროების მქონე ბავშვთა საზოგადოებაში სოციალურ ადაპტაციას. ღონისძიებაში ქალაქის სკოლებთან ერთად ჩვენი სკოლაც მონაწილეობდა. გამოფენა-გაყიდვაში საზოგადოების დიდი ყურადღება დაიმსახურა XI-დ კლასის მოსწავლის თამთა ზოიძის მიერ წარმოდგენილმა „კვილინგმა“.

დაწვრილებით...

 

ზურა სალუქვაძის პოეზიის საღამო

9 ნოემბერს ქ. ბათუმის #8 საჯარო სკოლაში, სკოლის ბიბლიოთეკის, (ბიბლიოთეკარი მარიამ ჭანტურია) წიგნის მოყვარულთა კლუბ ,,საუნჯის“ (თავმჯდომარე ლექსო ბახტაძე, მეურვე ნანული რომანაძე) თაოსნობით, ასევე ჩვენი სკოლის ყოფილი მოსწავლის, თეონა სიხარულიძის მხარდაჭერით მოეწყო შეხვედრა პოეტ ზურა სალუქვაძესთან.

დაწვრილებით...

   

გვერდი 9 / 24

სკოლის  სტრატეგიული  ხედვა

ჩვენი სკოლა ამზადებს მოსწავლეებს წარმატებული მომავლისათვის.

სკოლის მისია

ჩვენი სკოლა მოსწავლეების წარმატებული მომავლისათვის მომზადებას მიაღწევს იმით, რომ უზრუნვლყოფს უსაფრთხო და წამახალისებელ გარემოს, განათლების სრულ მისაწვდომობას და ერთნაირ მოლოდინს ყველა მოსწავლისათვის, სწავლა-სწავლების მაღალ სტანდარტებს, მასწავლებელთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.