Payday Loans
Loading...

ამინდი


ბმულები

 

 

 

 

 

ინგლისელი სტუმარი

6 სექტემბერს სკოლაში მოვიდა ინგლისურის მასწავლებელი _ სიენნა დევისი.          იგი 24 წლისაა, კოლორადოს შტატიდან. მუშაობს სკოლის სამ მასწავლებელთან. მოხარულია, რომ წილად ერგო ჩვენს მშვენიერ ქვეყანაში ჩამოსვლა. მზადაა შეასრულოს დავალება, რომელიც ამ ქვეყანამ მისცა.

 

დაჯილდოება

17 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში ,,ჩემი პირველი კომპიუტერი“ ჩვენი სკოლის 4 მეათეკლასელს:

  1. ხატია თენიეშვილი;
  2. ნინო აბუსელიძე;
  3. ეკა ჯოგლიძე;
  4. შორენა სოლომონიძე;

    დაწვრილებით...

   

წიგნები სოციალურად დაუცველ მოaსწავლეებს

სასწავლო წლის დასაწყისში საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ ჩვენი სკოლის სოციალურად დაუცველმა 29 მოსწავლემ მიიღო წიგნების სრული კომპლექტი.

 

მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი

თავი 1. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. ცნება და მიზანი

1. მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი (შემდგომში “ეთიკის კოდექსი”) ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის პროფესიული ქცევის წესებს, რომლითაც ფასდება მასწავლებლის პროფესიული კომპეტენტურობის ხარისხი და რომელთა დაცვა მასწავლებელს  მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლებისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების მიმართ  მოეთხოვება.

2.    ეთიკის კოდექსის მიზანია მასწავლებლის სავალდებულო პროფესიული ქცევის ერთიანი წესების დამკვიდრება.

3.    სკოლის შინაგანაწესი უნდა ეფუძნებოდეს ეთიკის კოდექსს.

დაწვრილებით...

   

მოსწავლის ქცევის კოდექსი

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. რეგულირების საგანი

მოსწავლის ქცევის კოდექსი (შემდგომში, ,,ქცევის კოდექსი") არეგულირებს მოსწავლის ქცევის წესებს,რომლებსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში, აგრეთვე, სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს।

ქცევის კოდექსი ხელს უწყობს სწავლისათვის ისეთი გარემოსა და პირობების შექმნას, სადაც მოსწავლე შეძლებს ცოდნის მიღებას, უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და ღირებულებების ჩამოყალიბებას।

სკოლა ვალდებულია, ყველა მასწავლებეს, მოსწავლესა და მშობელს გააცნოს მოსწავლის ქცევის კოდექსი।

სკოლის შინაგანაწესი უნდა ეფუძნებოდეს მოსწავლის ქცევის კოდექსს

დაწვრილებით...

   

გვერდი 24 / 24

სკოლის  სტრატეგიული  ხედვა

ჩვენი სკოლა ამზადებს მოსწავლეებს წარმატებული მომავლისათვის.

სკოლის მისია

ჩვენი სკოლა მოსწავლეების წარმატებული მომავლისათვის მომზადებას მიაღწევს იმით, რომ უზრუნვლყოფს უსაფრთხო და წამახალისებელ გარემოს, განათლების სრულ მისაწვდომობას და ერთნაირ მოლოდინს ყველა მოსწავლისათვის, სწავლა-სწავლების მაღალ სტანდარტებს, მასწავლებელთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.