სამეცნიერო კონფერენცია: ,,სასკოლო განათლება - თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები“
2023 წლის 16 დეკემბერს ქალაქ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ განხორციელდა სამეცნიერო კონფერენცია: ,,სასკოლო განათლება - თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა:
ხელბურთის ფესტივალი
2023 წლის 14 დეკემბერს ქალაქ ბათუმის სკოლებს შორის ხელბურთის ფესტივალი ჩატარდა. მიზანი და ამოცანები იყო :
1.ახალგაზრდების ჩაბმა სპორტის ამ სახეობაში და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა.
2. ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდების გამოვლენა და მათი შემდგომი ჩართვა სპორტის ამ სახეობაში.
2023 წლის 10 დეკემბერს, ლიტვაში გაიმართა ევროპის ყველაზე მაშტაბური ტურნირი კლუბებს შორის - 1700 მონაწილე 20 ქვეყნიდან ...
2023 წლის 10 დეკემბერს, ლიტვაში გაიმართა ევროპის ყველაზე მაშტაბური ტურნირი კლუბებს შორის - 1700 მონაწილე 20 ქვეყნიდან, რომელშიც საქართველო წარადგინა აჭარის კონტაქტური კარატეს ფედერაციის 18 წლამდე 29 სპორტსმენმა და ერთმა უფროსი ასაკის სპორტსმენმა, მათ შორის იყო სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის IV-ვ (დამრ. მაკა ჩიკაშუა) კლასის მოსწავლე - დავით ნოღაიდელი, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა თავის ასაკობრივ კატეგორიაში.
სკოლა გამარჯვებულს დიდი სიახრულით დახვდა. ვულოცავთ დავითს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.
"გახარებული მზე"
სსიპ-ქალაქ ბათუმის #8 საჯარო სკოლაში, მე-6,,ზ" (დამრ. მაკა ხინთიბიძე) კლასის მშობელთა ჩართულობით განხორციელდა დისკუსია სახლში წაკითხული მოთხრობის შესახებ ("გახარებული მზე"). ქართულის მასწავლებელმა, ფატი სურმანიძემ საინტერესო პარალელები გაავლო რ.ინანიშვილის სხვა მოთხრობებთან, ყოველდღიურ ცხოვრებასთან და მშობელთა დამოკიდებულებებთან. დისკუსია საკმაოდ აქტიურ ფაზაში წარიმართა. დიდი მადლობა მშობლებს აქტიური ჩართულობისა და თანამშრომლობისათვის.
ქართული ენისა და ლიტერატურის გუნდური კონკურსი
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის გუნდურ კონკურსში. გუნდმა ,,ცასწავალამ" პირველი ადგილი დაიკავა, სკოლას ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას!
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის IV-დ კლასის მომავალი გამომგონებლები.
მოსწავლეებმა შეისწავლეს ,,ჭკვიანი მანქანა"- რობოტი. გაეცნენ რობოტის აგებულებას, გაიგეს, რომ არსებობს სხვადასხვა დანიშნულების რობოტები. მათ ძალიან სახიფათო დავალებების შესრულებაც კი შეუძლიათ. ტრანსფორმერ რობოტებს შეუძლიათ საკუთარი თავი თვითონ ააგოს და თვითონვე გაანადგუროს. თემის დაგვირგვინება, მშობელთა ჩართულობით რობოტების შექმნა იყო. ,,დავალება საინტერესო, სახალისო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. ბავშვები იმედოვნებენ, მათი შექმნილი მანქანები ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონება იქნება, რომლის დახმარებითაც სამყაროს შეცვლიან“ - აღნიშნავს კლასის დამრიგებელი მარეხი ჩხაიძე.
პირველკლასელთა საახალწლო განწყობა🌲🍬☃️
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის Iგ კლასი, დამრიგებელი - ინეზა თვალოძე.
გვერდი 9 სულ 67
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.