ამინდის პროგნოზი

ბმულები

tamaroba01

ქართველმა ხალხმა, ქართულმა ეკლესიამ მაისის თვესთან დააკავშირა თამარ მეფის ხსენება. 14 მაისი არის წმინდანად შერაცხული მეფე თამარის ხსენების დღე.

ჩვენი ვალია მუდამ გვახსოვდეს ჩვენი წინაპარი და მათ ხსოვნას პატივი მივაგოთ.

სწორედ ამიტომ II-ე კლასის მოსწავლეებმა (კლ. ხელმძღვანელი ნ. ზენაიშვილი) მოაწყვეს თამარ მეფის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.

ზეიმი ჩატარდა სკოლის სააქტო დარბაზში, ამა წლის 24 მაისს. მოსწავლეებმა გაიხსენეს თამარის გამეფების პერიოდი, ლეგენდები. წარმოადგინეს მუსიკალური კომპოზიცია ვარძიის, გორის ციხის შესახებ.

ღონისძიებას ალამაზებდა სლაიდები ვარძიაზე, თამარ მეფეზე შესრულდა ცეკვა სამაია. წაკითხული იქნა ხალხური შემოქმედების ძვირფასი მარგალიტები საქართველოს სიმტკიცე-ძლიერებისა და ქვეყნის აღმავლობისათვის მებრძოლ გმირ ქალზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექცია, მშობლები და სკოლის კურსდამთავრებული ამჟამად დეკანოზი ანდრია ლაითაძე, რომელმაც დალოცა მოსწავლეები და უსურვა შემდგომი წინსვლა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისათვის.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ნახატების გამოფენა მიძღვნილი თამარობისადმი, რომელიც მოამზადა კლასის ნორჩმა მხატვარმა ვახტანგ გოგიტიძემ.

ბოლოს სკოლის სასწავლო ნაწილის გამგემ შეაფასა ღონისძიება და აღნიშნა, რომ მოსწავლეები კარგად იყვნენ მომზადებული და მადლობა გადაუხადა ნანა მასწავლებელს და მოსწავლეებს კიდევ ერთი ლამაზი დღისათვის.


სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.