ამინდის პროგნოზი

ბმულები

სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლაში 1 ივნისს აღინიშნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები. სცენაზე მოსწავლეებმა გაიხსენეს ბავშვთა კონვენცია, მისი მუხლები, წარმოთქვეს ლექსები (გერმანულ, ინგლისურ, თურქულ, რუსულ ენებზე), შეასრულეს ცეკვები: ქართული, სამეჯლისო, ბოშური (ნანე ცოხა), საგალობლის ფონზე წაიკითხეს: გრიგოლ რობაქიძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას ლექსები წმ. ნინოზე.

საღამომ სასიამოვნოდ ჩაიარა და დამსწრეთა მოწონება დაიმსახურა.

ღონისძება მოამზადა დირექტორის მოადგილემ - ნინო გოგოლიშვილმა.

სკოლის  სტრატეგიული  ხედვა

ჩვენი სკოლა ამზადებს მოსწავლეებს წარმატებული მომავლისათვის.

სკოლის მისია

ჩვენი სკოლა მოსწავლეების წარმატებული მომავლისათვის მომზადებას მიაღწევს იმით, რომ უზრუნვლყოფს უსაფრთხო და წამახალისებელ გარემოს, განათლების სრულ მისაწვდომობას და ერთნაირ მოლოდინს ყველა მოსწავლისათვის, სწავლა-სწავლების მაღალ სტანდარტებს, მასწავლებელთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.